სიახლეები
სკოლები

ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილს ღონისძება მიუძღვნეს
10-04-2024
-
+


ბათუმის N8 საჯარო სკოლაში საქართველოს უახლესი ისტორიის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც ერთი მნიშვნელოვანი თარიღი არ რჩება. 

ა️მჯერად, პედაგოგ მაია ჩაგანავას სადამრიგებლო მე-10კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. ისტორიის მასწავლებლის - დიანა კაპანაძის ორგანიზებით ჩატარებული ღონისძიების მიმდინარობაში თითოეული მათგანი დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. 

აქტივობის მიზანი იყო - მოსწავლეებში პატრიოტიზმის გრძნობის გაღვივება, 9 აპრილის დღის მნიშვნელობის გააზრება საქართველოს ისტორიაში, ამ დღეს დაღუპული გმირების გახსენება, პატივის მიგება და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მათი წვლილის შეფასება. 

მოსწავლეებმა ამ უმნიშვნელოვანესი თარიღის შესახებ ვრცლად ისაუბრეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სხვადასხვა ნომერი შეასრულეს. ღონისძიებას პატრიოტული განწყობა გასდევდა.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება