მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლა გრძელდება პროექტი - „მოვიარე საქართველო“ აქტიური მეექვსეკლასელების მონაწილეობით და საგნის მასწავლებლის - ირინე აბრალავასა და დამრიგებლების ხელმძღვანელობით.
VIა და VIბ კლასის მოსწავლეები ამჯერად ორი კუთხის - სამეგრელოსა და ზემო სვანეთის საინტერესო ადგილების ნაწილს ესტუმრნენ.
როგორც მოსწავლეთა პედაგოგი გვიყვება, მათ მოინახულეს ოჭანეს დიდებული ტაძარი და დედათა მონასტერი, ჯგეგეს - წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ნანგრევები, გმირ მელიტონ ქანთარიას საფლავი, ომუნეს ჯიხა,ხუდონელ შინმოუსვლელთა მემორიალი, ულამაზესი ჩანჩქერი სვანეთის დასაწყისში და სვანური ტრადიციული კერძით „კუბდრით“ განთქმული სოფელი „ბარჯაში“, სადაც მოსწავლეებს გულუხვად უმასპინძლა საოცარმა ქალბატონმა მანანა ჭკადუამ, რისთვისაც მას პროექტის ხელმძღვანელი მადლობას უხდის.
„მადლობა მას... მადლობა, დირექციას და მშობლებს თანადგომისთვის. მადლობა, ჩვენს მესაჭეს - ლაშა კვირკვიას უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის, მადლობა ჩვენს აქტიურ გოგო-ბიჭებს, წამით რომ არ გვაძლევენ მოდუნების უფლებას. წინ კიდევ ბევრი საინტერესო დღე გველოდება“,- აღნიშნავს ირინე აბრალავა.
აღსანიშნავია, რომ საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში