მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N1 და ეწერის საჯარო სკოლებს შორის თანამშრომლობითი კულტურა ყოველთვის მაღალ დონეზე იყო, პედაგოგები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას, რჩევებსა და კომპლიმენტებს უზიარებენ.
ამის დასტურია, ისიც, რომ ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის მენტორმა მასწავლებელმა - თამარ აქირთავამ, ეწერის საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებლის, ცირა წარეთაშვილის ღვაწლი დააფასა და ფიქრობს, რომ თავისი წარმატება, სწორედ მისი დამსახურებაა.
დაწყებითი კლასების პედაგოგი თამარ აქირთავა, მისივე ღვაწლმოსილმა პედაგოგმა - ცირა წარეთაშვილმა ქართულის ღია გაკვეთილზე მიიწვია.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგი ცირა წარეთაშვილი 83 წლის პედაგოგია, რომელსაც გასულ წელს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
პედაგოგი თამარ აქირთავა, გვიზიარებს მის შთაბეჭდილებებსა და დამოკიდებულებას პედაგოგის მიმართ და საუბროს, თუ როგორ მონუსხა ერთ დროს, როგორც მოსწავლე თავისი პედაგოგიური პროფესიონალიზმით, ახლა კი, როგორც კოლეგას უზიარებს გამოცდილებას.
„ჩემი დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, რომელიც არის 83 წლის, გასულ წელს მიენიჭა დამსახურებული მასწავლებლის წოდება, მიმიწვია ქართულის ღია გაკვეთილზე - „დათვის წვეულება“-როლური თამაში.
მართლა დიდია მისი ღვაწლი სისტემაში თაობების წინაშე. ცირა წარეთაშვილს აქვს 65 წლიანი სტაჟი განათლების სფეროში. მისი არც ერთი გაკვეთილი ერთმანეთს არ ჰგავდა. მოჰქონდა უამრავი თვალსაჩინო მასალა, რაც ახლაც ცოცხლდება ჩემს გონებაში. დღესაც ცდილობს არ ჩამორჩეს დროს და ეცნობა და ნერგავს სიახლეებს. ჰქონდა როლური თამაში მოწყობილი. ჩვენ ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას და დღემდე ვთანამშრომლობთ. მან გაგვილამაზა ბავშვობის წლები. პროფესიის არჩევაც მისმა სიყვარულმა გადააწყვეტინა და დღეს სიამოვნებას მანიჭებს საქმე, რომელსაც მოსწავლეთა სწავლა-სწავლება ჰქვია“, - აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს
ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოზარდებმა ნახეს სცენაზე გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი შესანიშნავი ნაწარმოები
ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს ვიდეო დავით აღმაშენებელზე
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე