მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები და პატივი მიაგეს ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას.
ღონისძიების ფარგლებში, უფროსკლასელებმა წაიკითხეს „ხეზე გაკრული პოეზიის“, ნიმუშები და მოუსმინეს 9 აპრილის ჰიმნად ქცეულ სიმღერებს.
ღონისძიების დასასრულს კი, მოსწავლეებმა სანთლები დაანთეს 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ამშვენებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს ამაყად ფრიალებდა რუსთაველის გამზირზე.
„დღევანდელი დღე არის დღე დიდი ტრაგედიისა და ამავდროულად დღე- გამარჯვებისა, ქართველი ხალხის გაერთიანებისა და საერთო მიზნისკენ სწრაფვისა, რასაც საქართველოს თავისუფლება ჰქვია. მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე ახალმა თაობამ დაიმახსოვროს, როგორც საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დღე!“, - აღინიშნა ღონისძებაზე.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს
ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოზარდებმა ნახეს სცენაზე გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი შესანიშნავი ნაწარმოები
ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს ვიდეო დავით აღმაშენებელზე
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე