მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს.
სკოლაში, მე-11 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობითა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობით ჩატარდა ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებული გმირებისადმი მიძღვნილი ღონისძიება: „ჩვენ არ ვივიწყებთ წარსულის გმირებს!“
აღნიშნულ დღეს, სკოლაში შესრულდა საქართველოს ჰიმნი, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს 9 აპრილის გმირების თავგანწირვაზე. ღონისძიებაზე, ასევე, გაჟღერდა ცნობილი სიმღერა: „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“.
სასკოლო საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ამ დღეს გარდაცვლილთა სულებს.
„სკოლის დირექტორმა გ.გაგნიძემ და პედაგოგებმა გაიხსენეს იმ ავბედითი დღეების დეტალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის საამაყო ფურცელია“, - გვიყვებიან სკოლაში.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა - მანანა ჩინჩალაძემ (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) აღნიშნა, 9 აპრილი ქართველებისთვის ერთდროულად დამოუკიდებლობის ამავდროულად გლოვის დღეა, დღე, რომელმაც მოგვიტანა ნანატრი თავისუფლება. სწორედ ამიტომ, როგორც გვიყვებიან, მონაწილეებმა მქუხარე ტაშით გადაუხადეს მადლობა გარდაცვლილთა სულებს.
ეს დღე ძალიან ემოციური და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს
ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოზარდებმა ნახეს სცენაზე გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი შესანიშნავი ნაწარმოები
ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს ვიდეო დავით აღმაშენებელზე
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე