მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში ისტორიის პედაგოგ ირინე შავაძის ხელმძღვანელობით 1989 წლის 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით - „აღარ მიყვარხარ აპრილო, სისხლიანი გაქვს კალთაო“ .
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შესახებ ისაუბრეს და ამ დღეს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
„პროექტის მიზნიდან გამომდინარე: მოსწავლეებმა გაიაზრეს ამ მოვლენის მნიშვნელობა და როლი ქვეყნის ისტორიისათვის, გაიუმჯობესეს როგორც ჯგუფური ისე ინდივიდუალური მუშაობის უნარები, განუვითარდათ მხატვრული და შემოქმედებითი უნარი“, - გვიყვებიან სკოლაში.
ბავშვები ამ დღისთვის მონდომებით მოემზადნენ. სხვადასხვ რესურსიდან ისწავლეს და საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს. მაგალითად: წაიკითხეს ნაწარმოები, სტატია, პუბლიკაცია, პოეზია, ისწავლეს აზრის ჩამოყალიბება და რესურსების გამოყენება კედლის გაზეთისა და პრეზენტაციის შესაქმნელად.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ბავშვებმა დაამზადეს „ტიტები“, მოისმინეს მერაბ კოსტავას სიტყვა და წარადგინეს საინტერესო პრეზენტაცია.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს
ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოზარდებმა ნახეს სცენაზე გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი შესანიშნავი ნაწარმოები
ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს ვიდეო დავით აღმაშენებელზე
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე