მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგები ყოველთვის ზრუნავენ მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებაზე, შესაბამისად, ბავშვებს სხვადასხვა სახის ღონისძიებას სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში მასწავლებლებსა და უფროსკლასელებს შორის ფრენბურთში შეჯიბრება მოეწყო.
მოსწავლეები გულშემატკივრობდნენ მასწავლებლებს, თუმცა როგორც გვიყვებიან, მათდა სამწუხაროდ, უფროსკლასელებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 2:1.
სპორტის მასწავლებელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დამატებითი გაკვეთილები ჩაუტაროს პედაგოგებს ფრენბურთში და სპორტის სხვა სახეობებშიც.
აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია განმეორებითი მატჩები.
მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს. სხვადასხვა აქტივობაში ბავშვებთან ერთად, მასწავლებლების ჩართულობა კი მოსწავლეთა განწყობას კიდე უფრო ამაღლებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს
ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოზარდებმა ნახეს სცენაზე გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი შესანიშნავი ნაწარმოები
ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს ვიდეო დავით აღმაშენებელზე
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე