სიახლეები
სკოლები, სამასწავლებლო

სკოლის დირექტორები მოსწავლეთა ქულებსა და მედალოსნების წარმატებაზე საუბრობენ
11-04-2024
-
+


2023-2024 სასწავლო წელი ორ თვეში დასრულდება. ამ ეტაპზე კი მოსწავლეები სწავლას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ და წლის ბოლომდე აკადემიური მოსწრების საკითხზეც ფიქრობენ. სკოლის დირექტორები და პედაგოგები აქტიურად ადევნებენ თვალყურს მოსწავლეთა შედეგებს, მას ვისაც რომელიმე საგანში დახმარება სჭირდება, საშუალება ეძლევა სასწავლო წლის დასრულებამდე დარჩენილი ორი თვე ნაყოფიერად გამოიყენოს და შესაძლებლობები წარმოაჩინოს. განსაკუთრებულ ყურადღებას ამას ოქროსა და ვერცხლის მედლის კანდიდატები აქცევენ.

თუმცა, საინტერესოა, ამ მხრივ კონკრეტულ სკოლებში როგორი მდგომარეობაა. არიან თუ არა სკოლის ხელმძღვანელები მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებით კმაყოფილნი და ჰყავთ თუ არა ოქროს მედალოსნები. ამასთანავე, როგორ ფიქრობენ, რა უნდა გაკეთდეს სკოლებში იმისთვის, რომ მოსწავლეთა მოტივაცია სწავლის მიმართ ამაღლდეს? - სკოლის ხელმძღვანელები etaloni-ge-ს აქტუალურ საკითხზე ესაუბრებიან:

მამუკა მათიაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის, ბეკამის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია. მე-12 კლასში 4 მოსწავლე გვყავს, აქედან 1 - ოქროს მედალოსანი.  2-3 სავარაუდოდ ვერცხლისმედალოსანი. ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულო და საამაყოა. ზოგადად ჩვენი სკოლის მოსწავლეები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. ამ მხრივ ძალიან კმაყოფილი ვარ. შარშანაც გვყავდა მედალოსანი. ასევე ჩვენმა მოსწავლეებმა (ხუთიდან ორმა) საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის პორტატული კომპიუტერებიც მიიღეს. მე-11 კლასში ასევე 5-დან 2 ათოსანია. ვფიქრობ, რომ სწავლის მოტივაციის ამაღლება მოსწავლეებში მნიშვნელოვანია. ამ მოტივაციას განაპირობებს მათთვის შექმნილი გარემო, აუცილებელი, რომ მოსწავლეს შესაბამისი პირობები შევუქმნათ და ასევე სასწავლო რესურსი შევთავაზოთ. აუცილებელ პირობებში იგულისხმება - გათბობა, განათება, მოწესრიგებული შენობა და ა.შ. ასევე აუცილებელია თავიდანვე მივაჩვიოთ ისინი ჯანსაღი წესით ცხოვრებას. მშობელთა ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღებთ სასურველ შედეგს. უნდა გვახსოვდეს, რომ ძალა ერთობაშია! მოსწავლეთა მცირე რაოდენობა კლასებში, ასევე განაპირობებს მათ მიღწევებს.


მარინე დავითულიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა საბაზოა. სულ გვყავს 8 მოსწავლე და მათი აკადემიური მოსწრებით ნამდვილად კმაყოფილები ვართ. რაც მთავარია, მონდომებულები არიან და აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ღონისძიებაში. ზოგადად, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას განაპირობებს მრავალფეროვანი, მათ ინტერესებზე მორგებული აქტივობები, რომლებსაც მათ ვთავაზობთ. ასევე მნიშვნელოვანია მშობელთა აქტიური ჩართულობა. ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ დაინტერესებულნი ბავშვების სასკოლო ცხოვრებით. თუ მშობელი ჩართულია, ბავშვიც შესაბამისად უფრო აქტიურია. მიხარია. რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის სწავლა პრიორიტეტია და ჩვენგან წასულები, განათლების მიღებას უწყვეტად განაგრძობენ.

დოდო მოდებაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

სასწავლო წელი ჩვენს სკოლაში ძალიან აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს. რაც მთავარია ბავშვები მონდომებულები არიან და დაინტერესებულები მიმდინარე პროექტებით. რაც შეეხება მათ აკადემიურ მოსწრებას - კმაყოფილი ვარ. სხვადასხვა კლასში გვყავს წარმატებული ბავშვები. მაგალითად, ჩვენი მე-8 კლასელები ძალიან აქტიურები არიან, მოსწონთ პროექტებში მონაწილეობა. მედალოსნებს, რაც შეეხება, ჯერ გამოკვეთილი არაა. თავად ბავშვები არიან დაინტერესებულნი იმით, რომ გააუმჯობესონ აკადემიური მოსწრება, რაც ძალიან მახარებს. რაც შეეხება მოსწავლეთა მოტივაციას - ვფიქრობ, ამისთვის მნიშვნელოვანია მათ მრავალფეროვანი აქტივობები, პროექტები შევთავაზოთ და ამ ყველაფერში ჩავრთოთ.

მერი პაპიძე, ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეთა რაოდენობა ჩვენს სკოლაში ძალიან მცირეა. მათი აკადემიური მიღწევებით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. 3 მოსწავლე როცა ამთავრებს სკოლას და აქედან 2 უნივერსიტეტში აბარებს ცუდი შედეგი ნამდვილად არაა. იმისთვის, რომ მოსწავლეებს სწავლის მოტივაცია აუმაღლდეთ მნიშვნელოვანია დაიგეგმოს უფრო მეტი მრავალფეროვანი აქტივობები. უშუალოდ ბავშვების დახმარებით უნდა განხორციელდეს ეს ღონისძიებები. ასევე ისინი უნდა ჩავრთოთ სხვადასხვა პროექტში. მინდა აღვნიშნო, რომ პროფესიულ სასწავლებელთან გვაქვს კარგი ურთიერთობა და მემორანდუმი გაფორმებული. რამდენიმე კვირის წინ ბავშვებმა შეისწავლეს სამედიცინო საქმე. აინტერესებთ ეს ყველაფრით. ზოგადად, სოფლის ბავშვები უფრო მეტად დაინტერესებულნი არიან პროფესიების შესწავლით. ეს განპირობებულია იმითაც, რომ მოსახლეობის უმეტესობა სოციალურად დაუცველია და არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვები უმაღლეს სასწავლებლებში გაუშვან. სწორედ ამიტომ, ურჩევნიათ სხვადასხვა პროფესიები შეისწავლონ. ჩვენც ამ მიმართულებით ვაძლიერებთ მუშაობას. დასაქმების მხრივ ეს დღევანდელ პირობებში უკეთესია.

ოთარ დავითაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი სკოლა საბაზოა. შესაბამისად მედალოსნები არ გვყავს, თუმცა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებით კმაყოფილი ვარ. მცირეკონტინგენტიანი სკოლაა - სულ 8 მოსწავლე გვყავს. მე-7 კლასში 5 მოსწავლე, მე-6-ში 2 და მე-9 კლასში ერთი. 7 მოსწავლიდან 3 ათოსანია. მათი მონდომებითა და სწავლის მიმართ ინტერესით ძალიან კმაყოფილი ვარ. 

გულო ვიბლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში, წელს 1 მედალოსანი გვყავს. ზოგადად ძალიან კმაყოფილი ვარ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებით. ჩვენც ვცდილობთ, მათ თანამედროვე მეთოდების გამოყენებით საინტერესო გაკვეთილები შევთავაზოთ, არაფორმალურ განათლებაში ჩავრთოთ - პროექტები ჩავატაროთ სკოლაში. მსგავსი აქტივობები მათ ახალისებს და მოტივაციას უმაღლებს


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებმა ანგარიშები უნდა წარადგინონ - კიდევ რა საკითხებს განიხილავს საბჭო

600 ლარს ერთჯერადად ეს ოჯახები მიიღებენ - ცვლილება ბიუჯეტში

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

სკოლის მართვა - რა უნდა იყოს საგანმანათლებლო ლიდერის ძირითადი საზრუნავი

განათლების სამინისტროსა და მისი სსიპ-ების საპროტესტი განცხადება: „ერთგულნი ვრჩებით საქართველოს  ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“

პიროვნება

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

„ჩემი მოტივაციაა მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მეგობრული თანამშრომლობა, სიკეთის კეთება“ 

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“

სკოლები

გარდა ამისა, მათ იცეკვეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს 

აღსანიშნავია, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს 



სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობს და მათ წარმატებებს უსურვებს მომავალში 

სკოლაში მასწავლებელს - მაკა კალანდაძეს ამ შესაძლებლობისთვის მადლობას უხდიან 

საინტერესო

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

სიახლეები
საზოგადოება