სიახლეები
სკოლები

ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს პრეზენტაცია მიუძღვნეს
11-04-2024
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილი გაიხსენეს და საქართველოს თავისუფლებისთვის შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

მოსწავლეებმა და ისტორიის პედაგოგმა - მზია მუშკუდიანმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენების შესახებ ისაუბრეს და მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გააკეთეს.

მათ აღნიშნეს, რომ სწორედ 1989 წლის 9 აპრილმა მისცა დასაბამი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს.

ამავე დღეს, კლასში, გაჟღერდა სიმღერა: „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ რომელიც 9 აპრილს დაღუპულ გმირებს მიეძღვნა. ასევე, მოეწყო თემატური მხატვრული ფილმის ჩვენება და შემდეგ გაიმართა საინტერესო მსჯელობა.

„ყველაფერი შეიძლება წაართვა პიროვნებას, ერს, მაგრამ ვერავინ შეძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას“, - ამ სიტყვებით დასრულდა ღონისძიება.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

მასწავლებლების საყურადღებოდ - ბოლო საგნის გამოცდის ტესტები ცნობილია

„პედაგოგს ისეთი მიდგომები უნდა ჰქონდეს, რომ დააინტერესოს მოსწავლე“ - ქიმიის გამოცდიდან გამოსული მასწავლებლობის მსურველები ტესტის შესახებ საუბრობენ

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

სიახლეები
საზოგადოება