მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზია მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარება. ამ მხრივ მათ უქმნის შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კლასგარეშე ღონისძიებაში.
ავიაციით დაინტერესებული თამარ მეფის გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლე თაზო კაბულაშვილი მიიწვიეს თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში, სადაც მას პირადად უმასპინძლა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და ქუთაისის აეროპორტის დირექტორმა გაგა სანიკიძემ..
მან თბილისის აეროპორტში მოინახულა ავიაკომპანია Geosky-ს კუთვნილი Boeing-747-200, გაეცნო მისი დატვირთვისა და შემოწმების პროცესს.
ასევე, ქუთაისის აეროპორტში ვიზიტის დროს მოინახულა ავიაციის სახანძრო შენობა, თვითმფრინავების სადგომი, საჰაერო ნავიგაციის კოშკი, ავიაკომპანია Wizzair-ის Airbus A321neo, გაესაუბრა ხომალდის ესპანელ კაპიტანს.
ვიზიტის დასასრულს გამოჩენილი ინტერესისთვის იგი დაჯილდოვდა სიგელით და მიენიჭა ნორჩი ავიატორის წოდება.
„გიმნაზია თაზოს კიდევ მრავალი წოდების მინიჭებასა და ულევ წარმატებას უსურვებს ცხოვრებაში“,- აღნიშნავენ გიმნაზიაში, სადაც მოსწავლეებს პროფესიების არჩევაში აქტიურად ეხმარებიან.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო მინდი შენარჩუნდება.
IZRUNE.GE ბათუმში! - წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ამჯერად შავიზღვისპირეთში გაიმართა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე