მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. ამ დღის მნიშვნელობა კარგად აქვთ გაცნობიერებული ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს, რასაც ადასტურებს სკოლაში გამართული კვირეული.
დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, წარმატებულ X ბ კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
აღნიშნული კლასის დამრიგებელი ლელა მანდარია, პედაგოგი კი დარეჯან ლაჭყეპიანი გახლავთ.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარადგინეს კომპლექსური დავალების პრეზენტაცია. გაკვეთილის თემა: „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“( მეგობრობა და პასუხისმგებლობა) გახლდათ.
პრეზენტაციები მოსწავლეებმა უდიდესი პასუხისმგებლობითა და შემოქმედებითი თვალთახედვით გააკეთეს, რითაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ბავშვებმა ასევე შექმნეს ელექტრონული გაზეთი ( რედაქტორის სვეტი, ახალი ამბები, ნომრის სტუმარი, მკითხველის ბლოგი, სალაღობო გვერდი)
დავალების შესრულებით მოსწავლეებს გამოუმუშავდათ XXI საუკუნისთვის მნიშვნელოვანი უნარ- ჩვევები, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, წერითი მეტყველება, არგუმენტაცია, შეხედულებათა თავისუფლად გამოხატვა, მედიაწიგნიერება, ინფორმაციულ-საკონსტიტუციო ტექნოლოგიების ფლობა.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
სკოლაში, თითოეულ მოსწავლეს ასეთი წარმატებული დღისთვის მადლობას უხდიან.
1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს
ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე