მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის ქიმიის მასწავლებელმა - კარინე ფაშიკიანმა, მე-10 კლასის მოსწავლეებთან ერთად, საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილის თემა: „ყველი და ყველის წარმოების ტექნოლოგიები“ იყო.
მოსწავლეებმა ისაუბრეს მსოფლიოში არსებული ყველის წარმოების სხვადასხვა მეთოდზე და კლასის წინაშე წარადგინეს მსოფლიოში აღიარებული და ყველაზე პოპულარული ყველის სახეობების პრეზენტაცია.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ დავალების ფარგლებში, მოსწავლეები ეწვივნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველის საწარმოს და მეპატრონის თანხმობით გადაიღეს ყველის წარმოების პროცესი, რომელიც გაკვეთილზე დამსწრე სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს.
მათ საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.
მსგავსი აქტივობები და პრეზენტაციები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მათ განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს
ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ ნათლად გაიაზრეს მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობა
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე