სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები ჟურნალისტის პროფესიას სიღრმისეულად გაეცნენ
12-04-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან.

„მოგეხსენებათ მოზარდის პროფესიის არჩევასა და მომავალი საქმიანობისათვის შესაფერისი ობიექტის მიგნებაში დიდი როლი აკისრია სკოლას.

რაც უფრო სწორად აირჩევს ინდივიდი თავისთვის შესაფერის პროფესიას, მით უფრო წარმატებული იქნება მისი მოღვაწეობა, მაგრამ ახალგაზრდას ხშირად არ შეუძლია სწორი არჩევნის გაკეთება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პროფორიენტაციის საბოლოო მიზანი, როგორც აღნიშნავენ, არის ის, რომ ადამიანს დაეხმაროს მომავალი ცხოვრებაში უკეთესი პროექტების შემუშავებაში.

სკოლაში მიაჩნიათ, რომ მოსწავლეს უნდა შეეძლოს თავისი არჩეული პროფესიის სამივე პრინციპის დაცვა: „მინდა“, „საჭიროა“, „შემიძლია“.

სწორედ ამ მიზნით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ლიკა დევნოზაშვილისა და ბიოლოგიის პედაგოგის - ხატია რაზმაძის ორგანიზებით, მოსწავლეები ადგილობრივ გაზეთსა და ტელევიზიას ესტუმრნენ.

ბავშვები ახლოდან, სიღრმისეულად გაეცნენ ჟურნალისტების როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ საქმიანობას, გადაიღეს რეპორტაჟი, მოირგეს ჟურნალისტის და რესპონდენტის როლი. მათ ასევე განიხილეს ამ პროფესიის მახასიათებლები.

„დიდი მადლობა გაზეთ ბოლნისს - თითოეულ თანამშრომელს, გულთბილი და ნაყოფიერი მასპინძლობისთვის!“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს


ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს

ვალდებულება მთავრობამ 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა შეასწრულოს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა დაამზადეს წიგნის სანიშნეები და წაიკითხეს სხვადასხვა ავტორის ზღაპრები ქართულ და ინგლისურ ენებზე

საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით ქუთაისის №4 საჯარო სკოლის III კლასელებმა I კლასის მოსწავლეებს აღმაშენებლის ბიოგრაფია წაუკითხეს

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება