სიახლეები
სკოლები

„ზამთრის სპორტის სახეობები“- ნახშირღელის საჯარო სკოლის მე-5 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
12-04-2024
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მეხუთე კლასში სპორტის მასწავლებელმა - შორენა მუმლაძემ პროექტი - „ზამთრის სპორტის სახეობები“ დაგეგმა და განახორციელა. პროექტზე მუშაობა მარტში დაიწყო, პრეზენტაცია კი 6 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღეს გაიმართა.

აღნიშნული პროექტი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩდა. ისინი პედაგოგის დახმარებით, ზამთრის სპორტის სახეობებს, მათ სპეციფიკას და ამ სახეობაში წარმატებული სპორტსმენების შესახებ ინფორმაცია გაეცნენ. გარდა ამისა, თემის გარშემო ცნობები მოიძიეს და განიხილეს.

წახალისების, ცნობიერების ამაღლებისა და თვალსაწიერის გაფართოების მიზნით, პროექტის ფარგლებში, სპორტის მასწავლებელმა - შორენა მუმლაძემ სკოლის დირექტორის - ვაჟა ბუიღლიშვილის და კლასის დამრიგებელ - დარეჯან გორგაძის თანადგომითა და მხარდაჭერით, ექსკურსია ქუთაისის „საციგურაო მოედანზე“ მოაწყო.

„მოსწავლეები აღფრთოვანებული დარჩნენ ნანახით. გაეცნენ იქაურ გარემოს, ამ სპორტის მნიშვნელობას ჯანმრთელობისთვის, ნახეს გამოცდილ მოციგურავეთა გამოსვლა და თავიანთი თავიც გამოსცადეს ყინულზე, რამაც სიხარულის განცდები და მხიარულება გამოიწვია მათში. მიზანი მიღწეულ იქნა, ისინი მხარს უჭერენ ცხოვრების ჯანსაღ წესს და კიდევ ბევრ მსგავს პროექტსა და ღონისძიებას ისურვებდნენ თავიანთ სკოლაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

მასწავლებლების საყურადღებოდ - ბოლო საგნის გამოცდის ტესტები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

სიახლეები
საზოგადოება