მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა ტარდება.
ამჯერად, სოლის მე-6 ბ კლასში განხორციელდა პროექტი თემაზე - „იქნებ ვაზია სამშობლო?“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ვაზის კულტივირების, ქართული ღვინის ისტორიის, ღვინოსთან დაკავშირებული უძველესი ქართული წეს-ჩვეულებების შესახებ.
„მათ ასევე საინტერესოდ ისაუბრეს ვაზის მოტივებზე ქართულ ხელოვნებაში, კინოში, მუსიკაში, იმ ეკონომიკურ სარგებელზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებდა და იღებს დღემდე“, - გვიყვებიან სკოლაში.
პრეზენტაციაზე მიწვეულნი იყვნენ მშობლები, რომლებიც ინტერესით ადევნებდნენ თვალს წარმოდგენილ მასალებს.
აღნიშნულ პროექტში მოსწავლეები დიდი ინტერესით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი.
მე-6 ბ კლასის ხელმძღვანელი და ისტორიის მასწავლებელი მარიამ მამულაშვილი გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვალდებულება მთავრობამ 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა შეასწრულოს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
თამარ მეფის სკოლა-გიმნაზიის უფროსკლასელები კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე