მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
14 აპრილი დედაენის დღეა. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა. ამ თარიღის არსი და მნიშვნელობა კარგად აქვთ გაცნობიერებული ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში. ამას სკოლაში გამართული დედაენის კვირეულიც ადასტურებს.
დედაენის კვირეულის ფარგლებში, მე-5 ა კლასში, ჩატარდა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
კლასის ხელმძღვანელი ქეთინო ჯიქია. საგნის მასწავლებელი და ამავდროულად სკოლის ხელმძღვანელი ფაქიზო ფანჩულიძე გახლავთ.
მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების მეშვეობით კლასში წარადგინეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები და შექმნეს საგანმანათლებლო რესურსი - დიდი წიგნი, რომელიც სკოლის ბიბლიოთეკას უსახსოვრეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში