სიახლეები
სიახლეები

დირექტორთა ტესტირების შედეგები ცნობილია
12-04-2024
-
+


საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ტესტირების შედეგები ცნობილია. 

განათლების სამინისტროს მიერ გამქოვყენბული ინფორმაციით, დასრულდა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ტესტირების ეტაპის მონაწილეთა ნამუშევრების გასწორების პროცესი. დირექტორობის კანდიდატებმა მათ მიერ შესრულებული ნამუშევრებისა და შედეგების სანახავად სისტემაში უნდა გაიარონ ავტორიზაცია.

შედეგების სანახავად გადადით ბმულზე - https://directors.mes.gov.ge/login/

დირექტორობის კანდიდატებს უფლება აქვთ ტესტირებასთან  (ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან) დაკავშირებული პრეტენზიები წარადგინონ საგანმანათლებლო რესურსცენტრსა ან სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში 2024 წლის 15 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ტესტირების შედეგებთან და ტესტურ დავალებათა სისწორესთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების/დავალებების ნომერი/ნომრები, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია.

პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს დარღვეული პროცედურის აღწერა.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პრეტენზიებს განიხილავს საპრეტენზიო განაცხადის მართვის სისტემაში შემოსვლიდან ერთი თვის ვადაში  და შედეგებს აცნობებს დირექტორობის კანდიდატს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე 2 200 220.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება