სიახლეები
სკოლები

დედაენის დღისადმი მიძღვნილი გასვლითი, საჩვენებელი გაკვეთილი წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში
12-04-2024
-
+

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული იმართება. 

კვირეულის ფარგლებში,  V კლასში, გასვლითი საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. კლასის ხელმძღვანელი ქეთევან ჯიქია გახლავთ, საგნის მასწავლებელი კი, ფაქიზო ფანჩულიძე. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ხაზგასმით ისაუბრეს ქართული ენის დასაბამისა და განვითარების საფეხურების, იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“, უძველესი ქართული ხელნაწერებისა და ძეგლების, კერძოდ, დედაენის ძეგლის სიმბოლური შინაარსის შესახებ.

მოსწავლეებმა მაღალმხატვრულად წარადგინეს ქართული ენისადმი მიძღვნილი, ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ლადო ასათიანის, ირაკლი აბაშიძის და სხვათა გამონათქვამები. 

აღსანიშნავია, რომ გასვლითი გაკვეთილი ქუთაისში იაკობ გოგებაშვილის დედაენის გამოფენასთან გაიმართა. 

როგორც სკოლის დირექტორი და ამავდროულად საგნის პედგაოგი ფაქიზო ფანჩულიძე აღნიშნავს, გაკვეთილი საკმაოდ ემოციური და საინტერესო აღმოჩნდა.

„ვფიქრობთ, ეს შთამბეჭდავი გაკვეთილი კარგად ჩარჩება მეხსიერებაში V კლასის ყველა მოსწავლეს და გაკვეთილზე დამსწრეებს“,- აღნიშნა პედაგოგმა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

კომენტარები

ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში

თითოეული ქვეყნის პერსონაჟი არა მხოლოდ უნიკალური, არამედ თავისი კულტურის რეპრეზენტაციაცაა 

დედა მეუბნება, რომ კარგი იქნება თუ თოვლის ბაბუას კონკრეტულ საჩუქარს დავაბარებ, მაგრამ მე ჯადოსნური ჯოხი მირჩევნია

1910-იან წლებში ნაძვის ხეებს სანთლებით, ხილითა და ხელნაკეთი ორნამენტებით რთავდნენ

ჯანჯაფილის ფესვს უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალო და კულინარიული მიზნებისთვის

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ნიჭიერმა პატარებმა მაყურებლის დიდი  მოწონება და ოვაციებიც დაიმსახურეს

ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდებათ პედაგოგს, ბავშვებს და მოწვეულ მასწავლებლებს

საინტერესო

საზოგადოება