ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
26-04-2024
დაკოპირებულია
-
+
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარებისა და თვითშეფასების პროცესში მტკიცებულებათა იდენტიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერებისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით მტკიცებულებების განსაზღვრის არსებული პრაქტიკის შესახებ.
ხუთი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გადანაწილდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები და განხორციელდა დამატებითი მტკიცებულებების იდენტიფიცირება და არსებული მტკიცებულებების გაანალიზება ჯგუფებში შემავალი დაწესებულებების არსებული პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
2025 წლის 1 იანვრიდან, საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, ყოველწლიური თვითშეფასების განხორციელება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სავალდებულო სახე იძენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერება აღნიშნული მიმართულებით, რასაც ცენტრი კვლავ აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს.