სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-6 კლასელთა დედაენის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი გაკვეთილი
15-04-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე დედაენის დღე აღნიშნეს. 

გაკვეთილს მასწავლებელი ია ჩინჩალაძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა მოიძიეს ამ დღესთან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაციები და წარადგინეს პრეზენტაციები, შეისწავლეს მუხრან მაჭავარიანის, ლადო ასათიანის, ირაკლი აბაშიძის, გიორგი ლეონიძის, შოთა ნიშნიანიძის, იოსებ ნონეშვილის, გალაკტიონ ტაბიძის ლექსები და ცნობილი ადამიანების გამონათქვამები დედა ენის შესახებ.

მოსწავლეებმა გაიხსენეს დიდი ქართველი მწერლის - ილია ჭავჭავაძის სიტყვები: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს“. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ია ჩინჩალაძემ მოსწავლეებს მოუმზადა საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე : „ქართული დამწერლობა“. პედაგოგმა მოსწავლეებს გააცნო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, იოანე ზოსიმეს, იაკობ გოგებაშვილის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკო მარის, მარი ბროსეს სიტყვები, კათალიკოს პატრიარქის კირიონ მეორეს ქადაგება ქართულ ენაზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ მსოფლიოში 14 ანბანური სისტემაა, მათ შორისაა ქართული. პედაგოგი ვრცლად ესაუბრა მოსწავლეებს ქართული დამწერლობის ისტორიაზე. მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საგნის მასწავლებლის პრეზენტაციის საკითხთა ჩამონათვალმა, როგორიცაა: დავათის სტელა, ბოლნისის სიონის წარწერა, ზევახ პიტიახშის ასულის - სერაფიტას ორენოვანი - ბერძნულ-არამეული ეპიტაფია, ე.წ. არმაზის ბილინგვა, ქართული ასომთავრული წარწერა დავით გარეჯის მონასტრის ეკლესიის კარებზე, ისტორიკოსებისა და ქართველი მეცნიერების მოსაზრებანი ქართული ანბანის შექმნის შესახებ. 

მე-6 კლასის მოსწავლეები დააკვირდნენ პრეზენტაციაში წარმოდგენილ ასომთავრული და ნუსხური დამწერლობის ნიმუშებს, ასოთა მოხაზულობებს, ქართული ანბანის ძეგლსა და კოშკს, მხედრულ დამწერლობას (ანასეული ქართლის ცხოვრება. ძველი მხედრული კალიგრაფიის მაგალითი, ჯრუჭის სახარება — ასომთავრული კალიგრაფიის მაგალითი. X ს) ვახტანგ VI-ის სტამბის შრიფტებს (ქართული (ნუსხური და მხედრული). მოსწავლეებმა ნახეს ლიგატურები (რომლებიც გვხვდება შუა საუკუნეების ასომთავრულ წარწერებშიც) და ქარაგმები( სიტყვების შემოკლების თავისებური ხერხი).

მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია პირველ ქართულ ნაბეჭდ ქართულ წიგნზე - „ქართული ანბანი ლოცვებითურთ“ , რომელიც 1629 წელს ქალაქ რომში გამოიცა. ისინი დაინტერესდნენ საქართველოში დაარსებული პირველი სტამბით, რომელიც თბილისში 1708—1709 წლებში დაარსდა ვახტანგ VI-ის დროს, რის გამოც ამ სტამბას ვახტანგ VI-ის სტამბა ეწოდება. ვახტანგ VI-ის სტამბაში პირველად დაიბეჭდა „სახარება“. ასევ მათ შეიტყვეს, რომ 1749-1802 წლებში თბილისში ფუნქციონირებდა ერეკლე II-ის სტამბა. ძველი ქართული ნაბეჭდი ორიგინალური ლიტერატურის უმეტესი ნაწილი გამოცემულია ერეკლეს სტამბაში (ანტონ I კათოლიკოსის „ქადაგება“, „შესხმა პირველი ახლისა ამის წიგნი-საბეჭდისა“ და სხვა).

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ქართული დამწერლობის ილიასეული რეფორმის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება — კულტურულ-საგანმანათლებლო ნებაყოფლობითი ორგანიზაციის დაარსების შესახებ. 

მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია ქართული დამწერლობის ასახვამ კომპიუტერულ სისტემებში. მათ შეიტყვეს, რომ ქართული დამწერლობა კომპიუტერულ სისტემებში უნიფიცირებულია „უნიკოდის“ (Unicode) სტანდარტის მიხედვით, რომელშიც ასომთავრული, ნუსხური და მხედრული აღიარებულია დამოუკიდებელ ქართულ დამწერლობებად

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს ძალიან გაუხარდათ, რომ მსოფლიოს ხუთ ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მე-3 ადგილზეა. 

გაკვეთილის ბოლოს მე-6 კლასელებმა აღნიშნეს, რომ უამრავ დასაცველსა და გასაფრთხილებელ-გადასარჩენს შორის, ქართველები უპირველესად ენის, მამულისა და სარწმუნოებისთვის თავის გადადებას მიიჩნევდნენ. მტერი და დამპყრობი არასდროს ელეოდა ჩვენს ქვეყანას – უნგრევდნენ და უბილწავდნენ ეკლესია -მონასტრებს, ქართველ ერს ქართულ ენაზე მეტყველებას უკრძალავდნენ. მაგრამ მან გაუძლო ოსმალთა და სპარსთა, არაბთა, მონღოლთა, სხვათა გაუსაძლის დაწოლას. სარწმუნოებასა და მამულთან ერთად, ენაც შეინარჩუნეს იბერებმა.

მოსწავლეებმა სიამაყით გაიმეორეს დიდი გალაკტიონის სიტყვები:
„კვლავ გვინათე,
როგორც ეხლა გვინათ,
რა იყო და
რაა ახალ ბრწყინვად -
ოცდაექვსი
საუკუნის წინად,
ოცდაექვსი
საუკუნის შემდეგ“. 

მოსწავლეებისთვის დღე დასამახსოვრებელი, მრავლისმომცველი და ძალიან საინტერესი იყო. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვალდებულება მთავრობამ 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა შეასწრულოს

11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო მინდი შენარჩუნდება.

სპეციალური მოთხოვნები ბაღების თანამშრომლებისთვის - დოკუმენტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თამარ მეფის სკოლა-გიმნაზიის უფროსკლასელები კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება