სიახლეები
სკოლები

„მსოფლიოს ბოტანიკური ბაღები“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლაში, ეკოკლუბ „ედელვაისის“ ინიციატივით, კონფერენცია ჩატარდა
17-04-2024
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „ედელვაისი“. ეკოკლუბელები გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად ეწევიან. ამჟამად, კლუბი მასშტაბურ გარემოდაცვით კონკურსშია ჩართული, რომლის ფარგლებში არაერთი საინტერესო ინიციატივას, პროექტსა თუ აქტივობას ახორციელებს. 

28 მარტს, სკოლაში, ეკოკლუბ „ედელვაისის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, „ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის“ ფარგლებში, ჩატარდა კონფერენცია „მსოფლიოს ბოტანიკური ბაღები“, რომელიც მიეძღვნა მდგრადი განვითარების მიზანს - „მსოფლიოს ეკოსისტემები“.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლისა და წმიდა ნინოს სახელობის ქუთაისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები. კონფერენციას ესწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები, ბიომრავალფეროვნების მეცნიერებათა დოქტორი თამარ ჭეიშვილი და ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნინო მანგალაძე.

პროექტის მხარდამჭერია იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია.

მოსწავლეებმა ზოგადად მიმოიხილეს ეკოსისიტემები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკოსისიტემებში კვებითი ჯაჭვი; მიმოიხილეს ზოგადად სხვადსხვა ტიპის ეკოსისტემები და შემდეგ ისაუბრეს ბოტანიკურ ბაღებზე, მათ მნიშვნელობაზე. წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები საქართველოს ბოტანიკურ ბაღებზე (ქუთაისის, თბილისის, სოხუმის, ზუგდიდის, ბათუმის); ასევე, ბრუკლინის, ბრიტანეთის სამეფოს, სინგაპურის, ალასკის, რიო-დე-ჟანეიროს, დუბაის ბოტანიკურ ბაღებზე;

ადამიანის ხელით შექმნილ ეკოსისტემებზე საუბრისას მოსწავლეებმა გაიხსენეს სურამი და ადამიანი, რომლმაც ფაქტიურად შექმნა ეს უნიკალური კურორტი. გამოთქვეს მოსაზრება, რომ ერთი აქტივობა მიეძღვნას მიხეილ მურვანიშვილს და მის საქმიანობას. ბოლოს მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათი ხელით შექმნილი პროდუქტები - „საქართველოს წითელი წიგნი“ და ხელნაწერი ილუსტრირებული წიგნი „მსოფლიოს ბოტანიკური ბაღები“. კონფერენციის შემდეგ გაიხსნა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მიეძღვნა დედამიწის ეკოსისტემებს. აღნიშნული ღონისძიებით მოსწავლეებმა კიდევ უფრო მეტი გაიგეს ეკოსისტემების შესახებ და გაიაზრეს, რამდენად მნიშვნელოვანია მათი დაცვა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით და კიდევ 125 ლარით გაეზრდებათ

400-მდე ახალი ვაკანსია საჯარო და კერძო სკოლებში - რომელი საგნის სპეციალისტებზეა მოთხოვნა

 ავტორიზაციის საბჭო 15 იანვარს ხუთი სკოლის მონიტორინგის შედეგს განიხილავს

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

ქართული დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა 2024 წელი გააცილეს და ახალი 2025 წლის შემობრძანება იზეიმეს

საახალწლო ზარ-ზეიმმა მთელი სკოლა მოიცვა

აღნიშნული სპექტაკლით მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ახალი 2025 წელი 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება