მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იმართება არაერთი საინტერესო ღონისძიება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
12 აპრილს, საერთაშორისო ავიაციისა და კოსმონავტიკის დღე აღინიშნება. სწორედ ეს დღე აღნიშნეს აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის მასწავლებელ ციალა ჩარგეიშვილის ხელმძღვანელობით.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი, საინტერესო, შემეცნებითი პრეზენტაციები, ისაუბრეს კოსმოსზე, კოსმოსის კვლევის ისტორიაზე, გალაქტიკებზე, პლანეტებზე, აღნიშნეს, რომ ზუსტად 61 წლის წინ, 1961 წლის 12 აპრილს, რუსი კოსმონავტი იური გაგარინი გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში ხომალდ „ვოსტოკ 1“-ით გაფრინდა. მან, დედამიწის ახლო კოსმოსურ სივრცეში, კოსმოსური ხომალდ-თანამგზავრით 1 საათსა და 48 წთ-ში დედამიწას ერთხელ შემოუარა. როგორც ცნობილია, მაშინდელი ტექნიკა საშუალებას არ იძლეოდა კოსმონავტი ხომალდში მყოფი დაშვებულიყო დედამიწაზე და ამის გამო გაგარინი 7 კილომეტრ სიმაღლეზე კატაპულტით გამოეყო ხომალდს და მიწაზე დაეშვა.
მოსწავლეებისთვის ღონისძიება სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თვშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვალდებულება მთავრობამ 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა შეასწრულოს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
თამარ მეფის სკოლა-გიმნაზიის უფროსკლასელები კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე