მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ხონის N2 საჯარო და ხონის N1 საჯარო სკოლებს შორის, მე-7 კლასელთა მონაწილეობით კიდევ ერთი თანამშრომლობითი პროექტი შედგა.
მათი ჩართულობით, ჩატარდა სამოქალაქო განათლებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის (პედაგოგები: მაია მაჭარაძე, მირანდა ხურცილავა) ინტეგრირებული გაკვეთილი.
გაკვეთილის თემა - კულტურული მემკვიდრეობა, მატერიალური და არამატერიალური ძეგლები, გახლდათ.
გაკვეთილი დატვირთული იყო შემეცნებითი და საინტერესო აქტივობებით. თემა სიმბოლურად დაემთხვა დედაენის დღისა და კულტურული ძეგლების საერთაშორისო დღის აღსანიშნავ თარიღებს.
„მადლობა პირველი სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებელს! თანამშრომლობითი კუთხით მომავალშიც საინტერესო გეგმებიც დაისახა!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია მაგისტრანტობის მსურველებისთვის
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️დღემ ძალიან ემოციურ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე