მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის შესაბამისად აღინიშნება.
ამჯერად, სკოლაში დედაენის დღე იზეიმეს. ღონისძიებას ქართული ენის პედაგოგები - ციალა ტუღუში და დარეჯან გიგინეიშვილი უძღვებოდნენ. მის მუსიკალურ გაფორმებაზე მუსიკის პედაგოგმა ნანა მიქაბერიძემ იზრუნა.
დედაენისადმი მიძღვნილ ზეიმში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით მონაწილეობდნენ. მათ წაიკითხეს ლექსები და იმღერეს.
აღსანიშნავია, რომ ნინოშვილის საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ამჟამად, მეორე ცვლაში, მეზობელი სოფლის სკოლის შენობაში ფუნქციონირებს. სკოლის დირექცია და კოლექტივი, შექმნილი სირთულეების ფონზე, ყოველმხრივ ცდილობენ მოსწავლეებს არაფორმალური განათლების მხრივ მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზონ.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა