მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად, შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა.
„მანდაეთის საჯარო სკოლა ვზეიმობთ დედაენის სიყვარულს, ვხარობთ იმით, რომ მოსწავლეები დაეწაფეთ სიბრძნეს დიდი იაკობისას...“, - ასე დაიწყო ღონისძიება, რომელმაც უემოციოდ არავინ დატოვა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნათია გოგოლაძის ხელმძღვანელობით, მე-5 კლასის მოსწავლეებმა, სკოლაში წარადგინეს სპექტაკლი იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოების - „იავნანამ რა ჰქმნა?“, მიხედვით.
მოსწავლეთა სამსახიობო ოსტატობამ, დამსწრეთა დიდი მოწონება და შექება დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია მაგისტრანტობის მსურველებისთვის
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️დღემ ძალიან ემოციურ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე