მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის Iბ კლასში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, სახელწოდებით -„ენა დედაა ერისა“.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება კლასის დამრიგებლის ნინო რიჟამაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
„დედა ენა“ ის წიგნია, რომლითაც ქართველი ბავშვი წერა-კითხვის სწავლას იწყებს არა ანბანის ათვისებით, როგორც ეს სხვა ენებს ახასიათებს, არამედ ორად ორი ასო-ბგერით და პირველივე წუთებიდან ბავშვი არა მხოლოდ სიტყვის, არამედ სრული წინადადების შედგენას იწყებს - ეს ჯადოსნური ასოებია “ა” და “ი”, - ამ სიტყვებით დაიწყო ღონისძიება, რაშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
ამ დღესთან დაკავშირებით, საგანგებოდ მორთულ საკლასო ოთახში პატარებმა წარადგინეს პრეზენტაცია, მოეწყო კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა, პატარებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები, აღნიშნულ თემატიკაზე.
„გილოცავთ პატარებო, იცოცხლეთ ლამაზი სიცოცხლით, ულევი სიყვარულით, სათნოების დღეებით! დაგებედოთ წარმატება სწავლაში და შრომაში!“,- ასე მიულოცა პედაგოგმა მოსწავლეებს ეს მნიშვნელოვანი დღე მოსწვალეებს და კიდევ ერთხელ განუმარტა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერისთვის ენის ქონა და მასზე ზრუნვა.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია მაგისტრანტობის მსურველებისთვის
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️დღემ ძალიან ემოციურ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე