მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ მოსწავლეებს ისეთი სასწავლო გარემო შეუქმნან, რომ მათი დაინტერესება გამოიწვიონ და საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართონ.
ასეთივე იყო ღია გაკვეთილი, რომელიც საგან „მოქალაქეობაში“, მასწავლებელის - დარიკო მელაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
საგაკვეთილო თემა იყო: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“, მოსწავლეებმა ასევე განიხილეს დეზინფორმაციის მავნე გავლენა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილს სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ, ბავშვებმა განიხილეს დილემა, იმსჯელეს მოცემული სიტუაციის ირგვლივ, გაიაზრეს ვითარება, როდესაც ორი არასასურველი შესაძლებლობიდან ერთის არჩევა აუცილებელი პირობაა.
მოსწავლეებმა ასევე ჩამოთვალეს დეზინფორმაციის ნაცნობი მაგალითები, განიხილეს საზოგადოებაზე მისი მავნე ზეგავლენა, ისაუბრეს სამართლებრივ დოკუმენტებზე დაყრდნობით, როგორც საკუთარი, ასევე სხვისი უფლებების დარღვევის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ იყო აზრთა სხვადასხვაობა, რამაც გაკვეთილი მეტად საინტერესო გახადა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს ინფორმაციების შესასწავლად მითითებული ჰქონდათ დამხმარე სახელმძღვანელოები, იცოდნენ რას ნიშნავს დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაცია. ასევე ჰქონდათ ცნობები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის გავრცელების დროს მისი სანდოობა და ობიექტურობა.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა მიღებული ინფორმაციის, ცოდნის საფუძველზე გააკეთეს თვითრეფლექსია.
გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე და სკოლის მასწავლებლები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია მაგისტრანტობის მსურველებისთვის
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️დღემ ძალიან ემოციურ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე