სიახლეები
სკოლები

„ნორჩ დეკლამატორთა საღამო“ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში
15-04-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, პროექტ - „სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარება“, ფარგლებში, სკოლის ბიბლიოთეკარის იამზე აბულაძისა და მკითხველთა კლუბ „აისის“ წევრთა ორგანიზებით „ნორჩ დეკლამატორთა საღამო“, ჩატარდა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში სკოლის ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა, ბავშვებმა დიდი მონდომებით, მხატვრულად წაიკითხეს ქართველი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებები. 

ბოლოს კი, სკოლის ადმინისტრაციის მიერ დაკომპლექტებულმა კოპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა გამომსვლელები და გამოავლინა საუკეთესო დეკლამატორები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე და სკოლის მასწავლებლები. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 














კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო მინდი შენარჩუნდება.

სპეციალური მოთხოვნები ბაღების თანამშრომლებისთვის - დოკუმენტი

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება 

ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის გამოწვევებზე კვლევების ეროვნული ცენტრი ანგარიშში საუბრობს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

პროექტის მიზანია, საქართველოს ისტორიისა და მეფეების შესახებ ინფორმაციის მიღება და გააზრებ



საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება