მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებას.
ცხადია, სკოლაში აღნიშვნის გარეშე არ ჩაუვლია ევროპელ ავტორთა დღეს.
სკოლაში, ამ დღეს ღონისძიება მიეძღვნა, რომელსაც მასწავლებელი ნელი ბედოიძე ხელმძღვანელობდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა განიხილეს პოლონელი მწერლის ლინდა მალალი ჰანთის ნაწარმოები - „თევზი ხეზე“ და აღნიშნეს, რომ ეს არის წიგნი ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და სიკეთეებზე, რომლის გმირებისთვისაც სიკეთე ერთადერთი სწორი არჩევანია, წიგნი, რომელიც გვასწავლის, როგორ ვაქციოთ შეუძლებელი შესაძლებლად, წიგნი, რომელიც გვარწმუნებს, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი გამბედაობა დახმარების თხოვნაა, ის ბავშვები კი, რომლებიც პოულობენ შინაგან ძალას ნებისმიერ სირთულეებთან გასამკლავებლად, გმირები არიან.
მოსწავლეებისთვის დღე ძალიან ემოციური, მრავლის მომცველი, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია მაგისტრანტობის მსურველებისთვის
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️დღემ ძალიან ემოციურ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე