მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა სასწავლო ინიციატივებში და თავიანთ შესაძლებლობებს წარმოაჩენენ.
აღსანიშნავია, რომ ჯვარის სათემო ცენტრში, არასამთავრებო ორგანიზაციამ „ნეოგენი“ ჩაატარა ტრენინგი - „ახალგაზრდების ხმა უკეთესი მომავლისთვის“, იმისათვის, რომ მოსწავლეებს მონაწილეობა მიეღოთ აუცილებელი იყო აპლიკაციის შევსება, შემდეგ კი - გასაუბრების ეტაპის წარმატებით გავლა.
შესარჩევი ეტაპის საფუძველზეც შეირჩა და ჩამოყალიბდა 18 მოსწავლის შემადგენლობით გუნდი. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს მიეცათ დავალება - დაეწერათ გეგმა, თუ რას გააკეთებდნენ ჯვარისთვის განსაზღვრული ბიუჯეტით.
შესრულებული დავალების საფუძველზე კი, ჩატარდა არჩევნები და გამოვლინდა ორი გამარჯვებული: ლიდერი და ვიცე ლიდერი, რომლებიც ჯვარის N1 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეები - ნანო აქუბარდია (XI კლასი) და ნოდარ ქანთარია ( X კლასი) გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ პროექტში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა თბილისში ახალგაზრდების ჩართულობასა და მათი ინიციატივების ფასილიტაციაზე ორდღიანი ტრენინგი გაიარეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით და ხორციელდება „ქეა კავკასიის“ მიერ, ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან, „თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრთან“ და „ნეოგენთან“ თანამშრომლობით.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია მაგისტრანტობის მსურველებისთვის
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️დღემ ძალიან ემოციურ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე