მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულ და ამავე დროს, თავისუფლების მომტან დღეს ღონისძიება მიეძღვნა.
9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება IX კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს და ამ დღის არსასა და ორ ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ეს არის დღე, როცა ბევრი ადამიანი შეეწირა ტოტალიტარიზმსა და საბჭოთა რუსეთის მოქმედებებს, დღე - როცა საქართველომ, საბჭოთა ცხოვრებით შეცვლილმა, მრავალჭირ და რეპრესიაგადატანილმა, ძმათა დაპირისპირებით თუ მტრის მოგერიებით დაღლილმა, მოიპოვა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას, რომ ის სახელმწიფოდ იქცეს - დამოუკიდებლობა...“- გააჟღერეს IX კლასის მოსწავლეებმა.
ყველა წაკითხული სტრიქონი, ცეკვა და სიმღერა წარსულის ჭრილობებს აცოცხლებდა და სევდიანს ხდიდა.
სკოლაში მოსწავლეებსა და ღონისძიების ხელმძღვანელ მასწავლებელს საინტერესო საღამოსთვის მადლობას უხდიან.
„ბავშვებო მოხიბლული დატოვეთ თქვენი მსმენელი და დიდი მადლობა ამისათვის, ამ უზადო ნიჭიერებისათვის …დიდი მადლობა თამილა მასწავლებელს დღევანდელი დღისთვის და ახალი აღმოჩენებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია მაგისტრანტობის მსურველებისთვის
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️დღემ ძალიან ემოციურ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე