თბილისის N133 საჯარო სკოლაში Izrune.ge - ზე დარეგისტრირება პრეზენტაციის პარალელურად დაიწყეს
30-05-2018
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N133 საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge - ს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. შეხვედრას თბილისის N133 საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ფუტკარაძე, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა, მშობლებთან და პროექტის ავტორთან ერთად, იზრუნეს ტესტები პირდაპირ რეჟიმში გაიარეს და პორტალის ინოვაციურობითა და საგანმანათლებლო აზარტით აღფრთოვანებულნი დარჩნენ. სკოლის დირექტორმა, ლიანა ფუტკარაძემ izrune.ge - ს განათლების მომავალი უწოდა და სკოლის სახელით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. მშობლების უმრავლესობა შეხვედრის დასრულებას აღარ დაელოდა და შვილების საგანმანათლებლო პორტალზე დარეგისტრირება პრეზენტაციის პარალელურად დაიწყო.
გარდა ამისა, შეხვედრაზე გოჩა ტყეშელაშვილმა თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც ინტელექტ - ჩემპიონატის პირველ ტურში წარმატებით იასპარეზეს, სერთიფიკატები პირადად გადასცა.
შეგახსენებთ, რომ ახალი საიტიIzrune.ge გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში. მისი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მოსწავლეებს აქვთ საშუალება, საკუთარი კლასის შესაბამისად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა, ხოლო თავის მხრივ, მშობლებს და არა მარტო მშობლებს, არამედ მთლიანად ოჯახს, აქვს საშუალება, თვალყური მიადევნოს ბავშვის განვითარებას, მონაწილეობა მიიღოს მისი აღზრდა-განათლების და წახალისების პროცესში, იამაყოს მისი მიღწევებით.
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“