მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სააღდგომო ჯეჯილი ლაზარეს შაბათს, ბზობის წინა დღეს ითესება. ლაზარეს აღდგინება იმის მანიშნებელი იყო, რომ ქრისტე ჭეშმარიტად სიკვდილის მძლეველია. ჯეჯილი კი ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოა, რომელიც ქრისტემ კაცობრიობას თავისი აღდგომით მიანიჭა.ჯეჯილი ხორბლის დათესვით მიიღება, რომელიც პურისა და ასევე ქრისტეს ხორცის სიმბოლოა.
როგორ უნდა დავთესოთ და მოვუაროთ ჯეჯილს: ბამბა თხლად უნდა დააფინოთ ლარნაგზე და კარგი, ხარისხიანი ხორბალი თანაბრად და ბლომად უნდა მოაბნიოთ, რომ ჯეჯილი ხშირი იყოს. შემდეგ წყალი უნდა დაასხათ და თბილ ადგილას დადოთ. მუდმივად უნდა დანამოთ, არ უნდა ამოშრეს და არც ზედმეტი წყალი უნდა ჰქონდეს. რამდენიმე დღეში ამობიბინდება.
ჯეჯილის ბამბაზე დათესვის მიზეზი: ბამბა წყალს ინარჩუნებს და ხორბლის გაღვივებას უწყობს ხელს. გაღვივებული ხორბალი ფესვებს იდგამს ბამბაში. როცა სხვა რაიმე თესლის შემოწმება უნდათ ხარისხიანია თუ არა, ბამბაზე ყრიან და თუ რამდენიმე დღეში გაღვივდება, ესე იგი, მისი დათესვა შეიძლება. ის პერიოდი, როცა ჯეჯილი სააღდგომოდ მოჰყავთ, წყლისა და ბამბის ხარჯზე ცხოვრობს, მერე კი ხმება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებელია საზომი, რა დონის განათლება გვექნება სკოლებში“
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა