სიახლეები
სკოლები

„ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა!“ -  შთამბეჭდავი ღონისძიება ზანის საჯარო სკოლაში
15-04-2024
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება -  „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა!", გაიმართა. 

 27 საუკუნის წინ შექმნილი ანბანის -  დედაენისადმი მიძღვნილი ღონისძიება, III და IV კლასების მოსწავლეებისა და კლასის დამრიგებლების ინიციატივით ჩატარდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. 

მასწავლებლებმა მინი ლექციით დამსწრე საზოგადოებას მოახსენეს: აკვნის ჰიმნის, სამარის ცრემლის, იბერის, თამარის, რუსთაველის ენის, ქართველთ სუნთქვის, ჩვენი ჭირთა და ლხინთა მალამოს, ქართული ენის, როგორც უძველესი დამწერლობის მიერ კატაკლიზმების გამოვლის და ჩვენამდე მოღწევის გზები და საშუალებები.

ღონისძიებაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა: ლექსის მხატვრული კითხვა, გამონათქვამები ენის მნიშვნელობასა და სიწმინდეზე, ქართული ცეკვები და სიმღერები. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო იმ გმირების ნათელ ხსოვნას, ვინც წვლილი შეიტანა და საკუთარი სიცოცხლე დათმო, ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების საქმეში.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ ღონისძიებაზე ხაზი გაესვა გმირობის მნიშვნელობას ნებისმიერ საზოგადოებაში სხვადასხვა გამომსახველობითი ფორმით და საშუალებით, მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდა-გაზრდის დიდ საქმეში.

„ქართული მარტო ენაა?! კიდევ ერთხელ გილოცავთ დედაენის დღეს! დღეგრძელი იყავ ენავ დედაო!“, - ამ სიტყვებით დასრულდა ღონისძიება. 

იხილეთ ფოტოები და პრეზენტაცია ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო მინდი შენარჩუნდება.

სპეციალური მოთხოვნები ბაღების თანამშრომლებისთვის - დოკუმენტი

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება 

ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის გამოწვევებზე კვლევების ეროვნული ცენტრი ანგარიშში საუბრობს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

პროექტის მიზანია, საქართველოს ისტორიისა და მეფეების შესახებ ინფორმაციის მიღება და გააზრებ



საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება