სიახლეები
სკოლები

ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს
17-04-2024
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად, სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა.

მოსწავლეებმა, ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო, თემატური პლაკატები და კედლი გაზეთი შექმნეს. მათ ამით გამოხატეს მშობლიური ენის მიმართ პატივისცემა.

„ერის სული გადანახულია მის ენაში, ხოლო ენის ხმალიცა და ფარიც მისი ანბანია. იგი უბრალოდ აზრის გადმოცემა კი არ არის ქაღალდზე, არამედ მასში გაცხადებულია მთელი კოსმიური სამყარო ,ქართული ანბანი ღვთაებრივ საიდუმლოს ინახავს და ამ საიდუმლოსთან მიახლოება უდიდესი მადლია.

თითქოს მარტივი, სახალისო აქტივობა - „ყველაზე გრძელი გრაგნილი“, მაგრამ იგი გიჩვენებს ,რომ პატარების დიდ სამყაროდან დანახული ქართული ასოების ფერად - ფერადი სამოსელი ეროვნული სული გახსნაა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ყველაზე გრძელი გრაგნილი პატარებმა მათთვის გამორჩეული ასოებით დაამშვენეს -  მათ გამოიყენეს - ორნამენტები, სხვადასხვა ჩუქურთმა, ვაზის მტევნები და კლერტოები, ირმის რქებიანი რაე, სანის შუბი, ქანის აფრიალებული დროშა, განი ლაგვანის მუცლით, მინდვრის ყვავილები, მზე და ვარსკვლავები.

აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.

„ბედნიერი ხარ ,რომ შეგიძლია შეეხიდო შენს მოსწავლეებს მადლიანი ქართული ანბანის სამყაროში სიყვარულით შეაღონ კარები და შემდეგ თავისით გაუყვნენ ქართული მზით განათებულ გზას მტკიცედ და ამაყად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობებს ხელძღვანელობდნენ ეწერის საჯარო სკოლის დაწყებითების კათედრა და პედაგოგები: თამარ აქირთავა, ნინო უბილავა, მთვარისა ფიფია, ირა მატუა, თინათინ მიქავა.

სკოლაში მშობლებს თანადგომისთვის მადლობას უხდიან, ასევე მადლობას უხდიან მშობელს მირანდა ძაძამიას აქტიური ჩართულობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

მასწავლებლების საყურადღებოდ - ბოლო საგნის გამოცდის ტესტები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

სიახლეები
საზოგადოება