სიახლეები
სკოლები

ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები რუხის მოხუცთა სახლს ეწვივნენ
16-04-2024
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოების წევრებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა აქვთ. 

ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ პედკოლექტივის წარმომადგენლები და სკოლის ანსამბლ „ირისეს“ წევრები რუხის მოხუცთა სახლს ეწვივნენ. მათ ბენეფიციარები ძალიან გაახარეს და მათთვის ეს დღე სასიამოვნო მოგონებად აქციეს. 

აღსანიშნავია, რომ ანსამბლის წევრებმა ბებოებსა და ბაბუებს უმღერეს, უცეკვეს და ამაღლებული განწყობა შეუქმნეს.

„დღე, როდესაც მოვინახულეთ მოხუცთა თავშესაფარის ბინადრები ძალიან დასამახსოვრებელია თითოეული ჩვენგანისთვის. მოხუცთა ანთებული თვალები და გამოხატული მადლიერება დიდხანს გაგვყვება. მოხუცებზე ზრუნვა და მათი განწყობის შექმნა მხოლოდ რჩეულებს შეუძლია. ზუსტად შერჩეული კადრები მუშაობენ მოხუცთა სახლში. განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ მიმოზა ჯორბენაძესა და თითოეულ მუშაკს. ჩვენ კიდევ დავბრუნდებით“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

მასწავლებლების საყურადღებოდ - ბოლო საგნის გამოცდის ტესტები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

სიახლეები
საზოგადოება