მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლის საზოგადოება დედაენის დღის აღსანიშნავ, მასშტაბურ ღონისძიებას შეუერთდა.
ლეო ფილფანის სახელობის მესტიის თეატრში გაიმართა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა ამავე მუნიციპალიტეტის არაერთი სკოლა.
აღსანიშნავია, რომ იდეის ავტორები და ორგანიზატორები გახლდნენ მესტიის მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორი ნინო კვიციანი და ლენჯერის საჯარო სკოლის მასწავლებელი თამარ შუკვანი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება იყო ერთობ საინტერესო ნომრებით გაჯერებული, რომელთა შორის ერთ-ერთ გამორჩეულად დასახელდა იფარის საჯარო სკოლის წარმოდგენა.
მე- 7 და მე- 9 კლასის მოსწავლეები, სულ რაღაც ათწუთიან მონაკვეთში (დებულებაში მითითებული რეგლამენტის მიხედვით) ცდილობენ ესაუბრათ ქართული ენის და, საერთოდ, ქართველური ენების რაობაზე, ისტორიულ ჭრილში განეხილათ აღნიშნული თემა და ათასწლეულების სიღრმეებიდან შეხებოდნენ ქართველი ხალხის წარმომავლობის საკითხს, მათ ენობრივ თავისებურებებს და სხვა.
დასასრულისთვის კი მათ წარმოადგინეს სასცენო ნომერი, რომელიც შეიცავდა დიდი ქართველი ენათმეცნიერის - მზექალა შანიძის ლექციის ინსცენირებას - „დამოუკიდებელი სკოლიდან“. მზექალას როლს მართლაც გამორჩეული სამსახიობო ოსტატობით ასრულებდა მე-7 კლასის მოსწავლე, ნინო გულბანი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვინაიდან დედაენის დღესთან დაკავშირებული ეს ზეიმი არ ტარდებოდა შეჯიბრ-კონკურსის ფორმატში, იფარის სკოლას გადაეცა გულითადი სიტყვიერი შექება და ცოცხალი ყვავილების თაიგული ღონისძიების უშუალო ავტორ- ხელმძღვანელებისაგან. სიგელები და ორ-ორი მოლბერტი კი, გადაეცა ყველა მონაწილე სკოლას.
აღსანიშნავია, რომ 15 აპრილს დედა ენის დღის საზეიმო სულისკვეთებამ თვითონ იფარის სკოლის კედლებშიც გადმოინაცვლა, სადაც უკვე მთელი სასკოლო საზოგადოება შეიკრიბა და კიდევ ერთხელ აღინიშნა დედაენის დღე, 14 აპრილი და ამ თარიღის ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია მაგისტრანტობის მსურველებისთვის
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️დღემ ძალიან ემოციურ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე