„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ხობს სტუმრობს. ხობის კულტურის სახლის დიდი დარბაზში შეკრებილი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან 2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ გამოვლენას.
საზეიმო განწყობა იგრძნობა თითოეულ დეტალში: ხობის კულტურის სახლის დარბაზი საგანგებოდაა მორთული ღონისძიებისთვის, მონაწილე გუნდები კი გამორჩეული დეტალებით არიან წარმოდგენილები.
ინტელექტის და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობენ. ღონისძიების შედეგად გამოვლინდება ხობის „ეტალონი გუნდი“. თითოეული გუნდი 5-5 მოსწავლისგან შედგება. გუნდებს ჰყავთ არჩეული კაპიტანი მოსწავლე, რომელსაც გუნდის ხელმძღვანელობა და გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა აკისრიათ.
„ეტალონი“ გუნდის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის მუნიციპალიტეტის 23 სკოლის 115 მოსწავლე ეჯიბრება.
ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. მონაწილე გუნდებს კი ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობენ.
მონაწილეებს გამამხნევებელი სიტყვებით მიმართა და წარმატებები უსურვა ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ბეატრისა რუსიამ.
ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.