მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში, 9 აპრილს შემეცნებით-შემოქმედებითი ღონისძიება მიეძღვნა.
არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებელ ჯული შირინიანთან ერთად გულმოდგინებით და რუდუნებით აღნიშნეს საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული და ამავდროულად დიდი გამარჯვების დღე.
მოსწავლეებმა, მოამზადეს პლაკატები, დახატეს წითელი სისხლისფერი ტიტები და გულზე დაიმაგრეს, ისწავლეს ქართველი პოეტების ლექსები და 9 აპრილს, 12 საათზე მემორიალს ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა, თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილები შეამკეს.
დღე მეტად დასამახსოვრებელი გახადა მოსწავლეების მიერ მხატვრულად წაკითხულმა ლექსებმა.
„ხვალინდელი დღის იმედით სავსე საქართველოსთვის ანთებული გულებით დავბრუნდით სოფელში. დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს! დიდება საქართველოს!“, - ასეთი შთაბეჭდილებებით აივსნენ მოსწავლეები და პედაგოგი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო მინდი შენარჩუნდება.
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე