მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა.
ამ დღის აღსანიშნავად, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - თამუნა ბრეგვაძემ, გრანდიოზული ღონისძიება ჩაატარა, ღონისძიება მრავალფეროვანი ნომრებით იყო დატვირთული.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედებაც წაიკითხეს, რომელიც სამშობლოს სიყვარულს, პატივისცემასა და დაფასებას ემსახურებოდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები და მოწვეული სტუმრები. ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი და მისი მოადგილე ნინო ბატიაშვილი, ასევე ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა შუშტაკაშვილი, ლაგოდეხის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თვმჯდომარე ეკა ლეკიაშვილი.
სკოლაში მადლობას უხდიან სტუმრებს მობრძანებისთვის და ამაყობენ ნიჭიერი მოსწავლეებით, რომლებმაც ასეთი დაუვიწყარი ღონისძიება გამართეს.
„ჩვენი სკოლა ამაყია, რომ ჰყავს არაჩვეულებრივი მოსწავლეები, ნიჭიერები და უდიდეს მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს დღევანდელი დღის გალამაზებისათვის, ყველა იმ ემოცისათვის რაც დღეს განგვაცდევინეს. მადლობა თავად თამარ ბრეგვაძეს ღონისძიების ორგანიზატორს, იმ ულევი შრომისათვის რაც მან გაიღო. თითოეულ დეტალსაც კი განსაკუთრებული მნიშვნელობას რომ ანიჭებდა. და აქვე განსაკუთრებული მადლობა სკოლის დირექტორს, სტელა გიგოლაევას, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია მაგისტრანტობის მსურველებისთვის
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️დღემ ძალიან ემოციურ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე