მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ,
ამჯერად, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, პედაგოგ ეკატერინე სომხიშვილის ხელმძღვანელობით, იმუშავეს პროექტზე სახელწოდებით „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ჩატარდა.
კლასში მოეწყო ფილმის - „ჩემი სამყაროს“ ჩვენება და განხილვა. შემდგომ საფეხურზე კლასი დაიყო ოთხ ჯგუფად. პირველ ჯგუფს დაევალა კანონმდებლობის გაცნობა და პრეზენტაციის მომზადება. მეორე ჯგუფს - ცნობილი ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოძიება, რომლებმაც დაამტკიცეს რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. მესამე ჯგუფმა დაამზადა საინფორმაციო ბუკლეტები და გადასცა დამსწრეებს, მეოთხე ჯგუფმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინტერვიუ ჩაწერა სკოლის სპეცმასწავლებელთან, შორენა კიკოლაშვილთან.
ეს დღე ძალიან ინფორმაციული და საინტერესო აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია მაგისტრანტობის მსურველებისთვის
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️დღემ ძალიან ემოციურ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე