სიახლეები
სკოლები

„მეგრული სამზარეულოს კერძები“- ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა სახალისო შემაჯამაბელი გაკვეთილი
16-04-2024
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ახლახან, მასწავლებელმა თამო გოლიაძემ მე-5 კლასში შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაატარა, რომლის თემაც იყო - „მეგრული სამზარეულოს კერძები“.

გაკვეთილის მიზანი მეგრულ კერძებზე ინფორმაციის მოძიება, გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და ტრადიციების პატივისცემა იყო.

აღნიშნულ ღონისძიებაში მეხუთე კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები აქტიურად ჩაერთნენ. მოსწავლეებმა სამეგრელოზე, მის ტრადიციებზე ისაუბრეს. გარდა ამისა, თავიანთი ხელით ბროშურები დაამზადეს და ბოლოს, მშობელთა ჩართულობით, მეგრული კერძები მოამზადეს.

ისინი სტუმრებს გაუმასპინძლდნენ და საკვები თავადაც დააგემოვნეს. ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებული მოსწავლეები და სიგელები გადასცეს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო მინდი შენარჩუნდება.

სპეციალური მოთხოვნები ბაღების თანამშრომლებისთვის - დოკუმენტი

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება 

ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის გამოწვევებზე კვლევების ეროვნული ცენტრი ანგარიშში საუბრობს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

საქობოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში თავისი წვლილი შეიტანეს

მოსწავლეებმა საინტერესო, მრავლისმომცველი პრეზენტაცია წარმოადგინეს

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება