სიახლეები
სკოლები

უბისის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა
16-04-2024
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა.

ღონისძიებაში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. ამ დღეს ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები - „ენა დედაა ერისა“.

პედაგოგების: მანანა სახვაძის, მაია გელაშვილისა და ნატო კაპანაძის ხელმძღვანელობით, სკოლაში, ასევე კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა, სადაც პირველი ადგილი ლუკა სახვაძემ დაიკავა, მეორე ადგილის მფლობელი ვახტანგ მარაქველიძე გახდა, ხოლო მესამე ადგილზე, ნინო სახვაძე გავიდა. 

მოსწავლეებმა ასევე 14 აპრილის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აუცილებელია მშობლიური ენის მოფრთხილება.

„ძალიან საინტერესო იყო გიორგი სახვაძის წარმოდგენილი პრეზენტაცია. გავუფრთხილდეთ ჩვენ მშობლიურ ენას გვიყვარდეს და დავიცვათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება პედაგოგებსა და ღონისძიების ყველა მონაწილეს მადლობას უხდის.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო მინდი შენარჩუნდება.

სპეციალური მოთხოვნები ბაღების თანამშრომლებისთვის - დოკუმენტი

ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის გამოწვევებზე კვლევების ეროვნული ცენტრი ანგარიშში საუბრობს

დაფიქსირდა თუ არა მუნის შემთხვევები სკოლებსა და ბაღებში - etaloni.ge ოფიციალურ უწყებებს დაუკავშირდა

IZRUNE.GE ბათუმში! - წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ამჯერად  შავიზღვისპირეთში გაიმართა  

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

საგანგებოდ მორთულ საკლასო ოთახში, მოსწავლეები საყვარელი ზღაპრული გმირების ფორმებში გამოწყობილები მივიდნენ

მათ სკოლის ბიბლიოთეკიდან შეარჩიეს სხვადასხვა ჟანრის წიგნები და წაიკითხეს მათი საყვარელი სიუჟეტები

ახალგაზრდებმა ხმამაღლა წაიკითხეს მათთვის სასურველი ლექსები და მოთხრობები

 

სკოლის დირექტორმა, ბატონმა ბახრატ ისაევმა ფიზიკის პედაგოგ ბელა ბედიაშვილსა და ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს გადასცა სიგელები

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება