სიახლეები
სკოლები

გეჯეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე საინტერესო ღონისძიებით აღნიშნეს
16-04-2024
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის გამორჩეულად აღინიშნება. 

ამჯერად, მე-3 კლასში დედაენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. აქტივობაში თითოეული მოსწავლე, პედაგოგ მარი სიხარულიძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო.

მათ მრავალფეროვანი ნამუშევრები მოამზადეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.

„საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“- სწორედ ეს სიტყვები გასდევდა ღონისძიებას. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

„პედაგოგს ისეთი მიდგომები უნდა ჰქონდეს, რომ დააინტერესოს მოსწავლე“ - ქიმიის გამოცდიდან გამოსული მასწავლებლობის მსურველები ტესტის შესახებ საუბრობენ

გრაფიკები, იმპულსები, მუხტები... - ცნობილია, რა წერეს აბიტურიენტებმა ფიზიკის გამოცდაზე

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

სიახლეები
საზოგადოება