მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ემოციური ღონისძიება გაიხსნა სიტყვებით: „თუ ენა არა გაქვს, ერი არა ხარ“, „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“, - ამ სიტყვების მიღმა გარდაუვალი ჭეშმარიტება იმალება, ამიტომაც უდიდესი ძალა აქვს ქართველთათვის 14 აპრილის დღის აღნიშვნას, რამეთუ ამ დღიდან კიდევ ერთხელ დაიწყო სიცოცხლის ძალის შენარჩუნება ქართულმა ენამ და ქართველმა ერმა.
IIIბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მარიტა ბრეგაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ლიტერატურულ სალონში გადაინაცვლეს და აღნიშნეს ეს მშვენიერი დღესასწაული.
ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა“, შთამბეჭდავი და მრავლისმთქმელი გახდა დამსწრე საზოგადოებისთვის.
ღონისძიებაზე ჰარმონიულად შეერწყა ლექსი სიმღერას და კიდევ ერთხელ პატივი მიეგო ქართულ ენას - ღმერთების ენას.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა