სიახლეები
სკოლები

ზემოსურების საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი კვირეული მიეძღვნა
16-04-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიეძღვნა.

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში განსაკუთრებული და ორიგინალური აქტივობები ჩატარდა. მე-2, მე-4 კლასებმა პედაგოგ მანანა ბარამიძის ხელმძღვანელობით ეს დღეები საზეიმოდ აღნიშნეს.

პედაგოგმა მოაწყო კლასის საათი თემაზე- „დედაენის დღე“, სადაც 14 აპრილის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

სკოლის ეზოში მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ბავშვებმა შემოფარგლეს პატარა მონაკვეთი, სადაც ჩაწერეს, როგორც აღნიშნავენ ქართული ენის დღესასწაულს დედა ენის მარგალიტები  - „აი ია“ და მას ყვავილები შემოურგეს, ქვები შეღებეს.

ბავშვებმა, ასევე ლექსებით შეასხეს ხოტბა მათ პირველ წიგნს, სათაყვანებელ „დედა ენას“.

„დედა ენა ერთია, დედა ენა ღმერთია“ - ეს სიტყვები ლაიტმოტივად გასდევდა ამ დღეს.

აქტივობები ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება