სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N31 საჯარო სკოლაში სკოლაში დამოუკიდებლობის სტენდი და ასწლოვანი მატიანე გაიხსნა
30-05-2018
-
+


ქუთაისის N31 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი კვირეული გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

ზეიმი საქართველოს დროშის აღმართვით დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა 2017-2018 წლის წარჩინებულმა მოსწავლეებმა, ნია ბურჯანაძემ და ერეკლე მიქაძემ მიიღეს. 

მოსწავლეებმა, ასევე, ეზო მოხატეს. თემის სახელწოდება გახლდათ - „ჩემი ხატია სამშობლო“. 

სკოლაში დამოუკიდებლობის სტენდი და ასწლოვანი მატიანე გაიხსნა, ღონისძიების დასასრულს კი მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ სპექტაკლის სახით წარმოადგინეს. 

აღსანიშნავია, რომ მე-4 კლასის მოსწავლეებმა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია  „შენთვის სანთლად ავენთები, მამულო“ შესანიშნავად შეასრულეს. 

ასევე, ჩატარდა კონკურსი „ვინ უკეთ იცის საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას“, სადაც მონაწილეობა მე-9კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. 

პარალელურად, ჩატარდა კონფერენცია თემაზე „დამოუკიდებლობის 100 წელი“.
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი კვირეული ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლით დასრულდა, რომელშიც მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

სკოლის 150 მოსწავლე აქტიურობისთვის სიგელებით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

400-მდე ვაკანსია პედაგოგებისთვის - ბოლო სამ კვირაში სკოლებში გამოცხადებული კონკურსები

ბავშვებთან მუშაობა მოითხოვს არა მხოლოდ პედაგოგიურ ცოდნას, არამედ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების ცოდნასაც

ახალი საგნობრივი სტანდარტები გამოქვეყნდა -  განხილვები პედაგოგებთან და ექსპერტებთან დაიწყო 

მეორე სემესტრში სასწავლო დღეების რაოდენობა განსხვავებულია

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ქართული ენის პედაგოგის, ნანახანუმ ბაირამოვას მიერ, მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარებული აქტივობა დავით აღმაშენებლის ცხოვრება-მოღვაწეობას მიეძღვნა

კონფერენციის შემდეგ გაიმართა მცირე გუნდური ვიქტორინა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების,  სკოლის, მიზანია მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბება

საინტერესო

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი მიდგომა? 

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

სიახლეები
საზოგადოება