მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
12 აპრილს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის - მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, გიმნაზიაში გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
მოსწავლეებმა ისაუბრეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე, თუ როგორ დაიცვა ქართულმა საზოგადოებამ ქართული ენა, რომელიც სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. მოსწავლეებმა ენის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ამ მონაპოვარს - ჩვენი ერის თვითმყოფადობის სიმბოლოს, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.
მოწაფეებმა ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაც აღნიშნეს და საზოგადოებას მოუწოდეს ბარბარიზმები არ გამოიყენონ.
ღონისძიებას შემეცნებითთან ერთად, შემოქმედებითი ხასიათი ჰქონდა. მოსწავლეებმა ქართულ ენას სიმღერითა და ლექსებით შეასხეს ხოტბა.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს