TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

ქორწინების გამო სწავლა 38-მა ბავშვმა მიატოვა, ხოლო ორსულობის 679 ფაქტია დარეგისტრირებული - გასული წლის საგანგაშო სტატისტიკა
21-04-2024
-
+


ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ბავშვობის ასაკში ქორწინების პრაქტიკასთან ერთად კვლავ გამოწვევად რჩება არასრულწლოვანი გოგოების ნიშნობა, რომელიც არსებითად ლახავს ბავშვის მთელ რიგ უფლებებს.

„შესწავლილი ბავშვთა ქორწინების/ნიშნობის შემთხვევების მიხედვით, კვლავ პრობლემურია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანანმანათლებლო დაწესებულებასა და ზრუნვის სააგენტოს შორის კოორდინაცია და რეფერირების მექანიზმის გამართული მუშაობა. პასუხისმგებელ უწყებებს ამ დრომდე არ გააჩნიათ ბავშვთა ქორწინების/ნიშნობის შემთხვევებზე მუშაობის სახელმძღვანელო წესები.  ასევე, კვლავ არ არსებობს ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგია ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციისთვის. შედეგად, არაერთ საქმეში იკვეთება არასათანადო რეაგირება და არსებული დაცვის და დახმარების მექანიზმის არაეფექტიანად გამოყენება“, - აღნიშნულის დოკუმენტში.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წელს 679 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, არასრულწლოვან მშობლად კი - 409 პირი დაარეგისტრირეს. ამასთან, 2023 წელს ქორწინების მოტივით 38-მა არასრულწლოვანმა მიატოვა სკოლა. ბავშვობის ასაკში ქორწინების გამო გოგოები ხშირად წყვეტენ განათლების

„აღსანიშნავია ისიც, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტროში არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ 152 შესაძლო დანაშაულზე დაიწყო გამოძიება , პროკურატურის მონაცემებით, არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაზარალებულად ცნეს 73 ბავშვი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა 84 პირის მიმართ დაიწყო. ბავშვთა ქორწინებასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე მკაცრი პოლიტიკის გატარების აუცილებლობა მთელი სიცხადით გამოჩნდა მიმდინარე საანგარიშო წელს 14 წლის გოგოს მკვლელობის ფაქტით, რომელსაც წინ სხვადასხვა ფორმის გენდერული ნიშნით ძალადობა უძღოდა, - ვკითხულობთ ანგარიშში.

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, რომ  შემუშავდეს ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგია ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და მისი თანმდევი დანაშაულების თავიდან ასარიდებლად.

პარლამენტს კი მიმართავს წინადადებით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანით, კრიმინალიზებული გახდეს არასრულწლოვანის ნიშნობა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება