სიახლეები
სკოლები

„მინდა, ჩემი აღზრდილები ღირსეულად ცხოვრობდნენ“-ხულოს მუნიციპალიტეტის, განახლების საჯარო სკოლა პედაგოგ ხათუნა დეკანაძეს განსხვავებული რაკურსით გვაცნობს
16-04-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში ტრადიციად ქცეული რუბრიკა - „სამუშაო შეხვედრები პედაგოგებთან ფინჯან ყავასთან ერთად“, გრძელდება, ამჯერად კი საინტერესო კითხვებს მათემატიკის მასწავლებელმა ხათუნა დეკანაძემ უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ რუბრიკა, პროექტის - „მასწავლებლები განახლების სკოლიდან“, ფარგლებში იმართება. პროექტის მონაწილეები ჟურნალისტების როლს ირგებენ და რესპოდენტებად საყვარელ მასწავლებლებს ირჩევენ.

ამჯერად, რუბრიკა მასწავლებელ ხათუნა დეკანაძისს ისტორიას გვაცნობს და მას სხვა რაკურსით წარმოგვიჩენს. ის 1984 წლის 22 მაისს დაიბადა. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, მათემატიკის მასწავლებლის სპეციალობით.

ამჟამინდელი სამუშაო ადგილი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაა. მისი საყვარელი ფრაზაა - „მათემატიკა მეცნიერების დედოფალია, არითმეტიკა კი მათემატიკის“. მისაბაძი პიროვნებებად მშობლებს ასახელებს, ხოლო ჰობი ყვავილების მოვლა, ქსოვა და ქარგვაა. 

მისი თქმიტ, საყვარელი მათემატიკოსი კოლეგა, დავარ თავართქილაძეა. მეგობრები კი ის ადამიანები არიან, რომლებთანაც საუბრის გარეშე ვერ იძინებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილე მასწავლებლები: ხათუნა დეკანაძე, დარიკო მელაძე, ქეთევან დეკანაძე და თამილა დავითაძე გახლავთ. მოსწავლეები კი -  ლუკა იაკობაძე, მარად ართმელაძე და ნინი იაკობაძე

ჩვენ პედაგოგის ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:

- ხათუნა მასწავლებელი არის ....

- უპირველესად, ადამიანი! ჩემთვის მთავარი ადამიანური ღირებულებებია. სხვა დანარჩენი იმის მერე იწყება. თუ არ ხარ შემდგარი პიროვნება, ვერ იქნები კარგი მასწავლებელი, მეგობარი, დედა, მეუღლე.

მე ვარ პიროვნება - ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლაში თუ მის გარეთ, დახმარება გავუწიო მოსწავლეს. ვასწავლო და ვურჩიო როგორ უნდა გაიზარდოს ის პროგრესულად მოაზროვნე პიროვნებად.

- მიზანი, რომელიც თქვენი ცხოვრების მთავარი აზრია, არის?

- ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების კეთილდღეობა. მინდა ჩემი შვილებისთვის საუკეთესო მომავალი შევქმნა. ჩემი მთლიანი ენერგია იმას მოვახმარო, რომ მათ კარგი განათლება მიიღონ. ვზრუნავ იმისთვის,რომ მათი შესაძლებლობა გამოიყენონ მათთვის სასარგებლო საქმის კეთებისათვის. ჩემი მიზანია ასევე ისიც, ჩემი საქმე სიყვარულით ვაკეთო. ბოლომდე დავიხარჯო, არ დავიღალო.

მინდა ჩემი აღზრდილები ღირსეულად ცხოვრობდნენ, ცხოვრების, არსებობის მისია გაითავისონ.

- დროის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?

- ხშირად ვფიქრობ გავლილ წლებზე. ზოგჯერ სასიამოვნოდ მეღიმება. რაღაც მინანია, გავბრაზებულვარ კიდეც. მაგრამ, შეცვლით არაფერს შევცვლიდი, რადგან ჩემი გავლილი ცხოვრებიდან ვერაფერს ვხედავ ისეთს, რის შეცვლაც ახლა მინდა. არც უშეცდომოდ მიცხოვრია, მაგრამ ადამიანები შეცდომებზე ვსწავლობთ.

- რატომ მასწავლებლობა, ვინ იყო თქვენი იდეალი მასწავლებელი?

- უამრავმა ფაქტორმა განაპირობა ჩემი მასწავლებლობა. დავიწყებ იმით,რომ ბავშვობაში ძალიან მომწონდნენ „ გაპრანჭული“, ლამაზი მასწავლებლები. მსიამოვნებდა მათი საუბარი, მანერა. სულ მინდოდა მეც მათნაირი ვყოფილიყავი. მეორე ის, რომ ბაბუაჩემი, შოთა მიქელაძე წლების განმავლობაში მასწავლებელი იყო - უდიდესი ადამიანი და პედაგოგი . ყოველთვის მახსენდება მისი რჩევები. მუდმივად ვცდილობ მისი ყველა დარიგება შევასრულო. ისეთი ვიყო, ჩემით იამაყოს. სწორედ ეს ადამიანი გახლავთ ჩემთვის იდეალური მასწავლებელი.

- რას ურჩევთ მომავალ თაობას ?

- არ დაკარგონ არცერთი წუთი უქმად, მეტი დრო დაუთმონ წიგნს, უყურონ შინაარსიან ფილმებს, უსმინონ გემოვნებიან მუსიკას. მნიშვნელოვანია ჩაერთონ არაფორმალურ აქტივობებში, მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.

- ისურვებდით პროექტის გაგრძელებას სხვა ფორმატით?

- კი, ვისურვებდი, პროექტის გაგრძელებას სხვა ფორმატით. იცით,საკმაოდ შრომატევადი პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ თითოეულმა შეხვედრამ იმდენად სასიამოვნო შეგრძნებები დატოვა, რომ მინდა რაღაც ახალი ისევ დავიწყოთ.

- რა არის თქვენი ყველაზე დიდი შიში?

- ომის მეშინია ძალიან. არ მინდა ადამიანები იღუპებოდნენ. ასევე მეშინია ადამიანებში შესაძლებლობების დაკარგვის, გაუცხოების, ღიმილის გაქრობის მეშინია ძალიან.

- როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე დიდი უსამართლობა საზოგადოებაში?

- ადამიანების მკვლელობები, ძალადობა, ომი.

- რით განსხვავდებით სხვებისგან?

- ალბათ ამაზე სხვები უკეთ გიპასუხებენ, მაგრამ მე ვფიქრობ იმით, რომ მე შემიძლია ადამიანში დავინახო ადამიანი. მიუხედავად, ნებისმიერი ნაკლისა, ვცდილობ მათი ნათელი მხარე დავინახო.

ადამიანებს წყენას ვპატიობ. სულ მგონია ყველა დღე ახალი ფურცელია.

- ვის ეტყოდით მადლობას?

- მადლობას ვეტყოდი თაგოს საბაზო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს, იმ მხარდაჭერისთვის,რაც მათგან მივიღე, როცა პირველად კლასის კარები შევაღე. ასევე განახლების საჯარო სკოლის პრედაგოგიურ კოლექტივს, სკოლის ხელმძღვანელს ლიანა ბოლქვაძეს.

- რომ არა ეს პროექტი კოლეგებს ახლოდან იცნობდით?

- ამ პროექტის განსაკუთრებულობა სწორედ იმაშია,რომ ჩემი კოლეგები უფრო ახლოდან გავიცანი. უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბები გავიგე მათ შესახებ, ბევრი რამ მართლა არ ვიცოდი. არადა, სულ მეგონა ყველას კარგად ვიცნობდი. ფინჯან ყავასთან ერთად, შინაურულ გარემოში გულახდილ საუბრებს არაფერი სჯობს.

ჩვენი პროექტი ლამის ერთი წელი გაგვივრძელდა. გავიარეთ საკმაოდ დატვირთული დღეები. გვქონდა უამრავი პრობლემა, ასევე გვიწევდა არასამუშაო, დასვენების დღეებში მუშაობა, თითოეულ მასწავლებელთან შესაბამისი კითხვარების შედგენა, დაგეგმარება....

- მაინტერესებს, გიფიქრიათ პროექტის დატოვება?

- არასოდეს!

ჩემი ცხოვრების განმავლობაში უამრავ ღონისძიებასა თუ აქტივობებში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ გუნდი, რომელთან ერთადაც ამ პროექტში მიწევდა მუშაობა, ვფიქრობ განსაკუთრებულია.

მოსწავლეები, მასწავლებლები ერთად ვგეგმავდით ყველა შეხვედრას. ვადგენდით კითხვებს, ვშრომობდით, ვემზადებოდით იმისთვის, რომ ჩვენი ყველა შეხვედრა გამორჩეულად კარგი ყოფილიყო.

დღეს პიარის ხანაა. ბევრ პედაგოგს შეუძლია საკუთარი თავი გამოავლინოს, ისაუბროს თავის საქმიანობაზე, მაგრამ არიან პედაგოგები, რომლებიც თავიანთ საქმეს მოკრძალებით აკეთებენ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით. ამ პროექტმა შეძლო რომ საზოგადოება გაცნობოდა მათ შრომას, გაეგოთ მათ შესახებ, გაცნობოდნენ მათ სხვა რა კურსით.

პროექტის დატოვება, მიუხედავად დატვირთული შეხვედრებისა, წამიერადაც არ გამვლია გონებაში...

ჩვენ ერთად დავწერეთ ჩვენი პატარა სოფლის, სკოლის საუკეთესო ისტორია. ჩვენ საკუთარი საქმიანობის მემატიანეებად ვიქეცით.

და ბოლოს..

მადლობა შეხვედრისთვის. მომეცა საშუალება მესაუბრა ჩემს შესახებ.

მინდა წარმატება გისურვოთ ყველას. განსაკუთრებით ამ პროექტში მონაწილე ბავშვებს. ვფიქრობ, მათ ჩვენთან თანამშრომლობით უამრავი რამ ისწავლეს.

მიხარია, მეც ამ პროექტის თანამონაწილე რომ ვარ. ამ პროექტით საუკეთესო შესაძლებლობა მოგვეცა ყველას.

სკოლაში პედაგოგს საინტერესო საუბრისთვის მადლობას უხდიან. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:.







კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

სიახლეები
საზოგადოება